თბილი შუქი ქვის საძირკველზე — გლდანში
Passage Gldani
თბილისი, მარატ ნოზაძის 12 — ახმეტელის მეტროსთან ახლოს
პროექტის შესახებ
სად არის პროექტი?
პასაჟ გლდანი მდებარეობს მარატ ნოზაძის ქუჩაზე, ახმეტელის მეტროსთან ახლოს.
რა გამოარჩევს პროექტს?
დიზაინი: კომპლექსს აქვს გამორჩეული, თანამედროვე და ადამიანის კომფორტსა და საჭიროებებს მორგებული არქიტექტურა. პროექტის თითოეული დეტალი ინტერიერიდან - ექსტერიერამდე, შეიქმნა დიდი დაკვირვებითა და ყურადღებით. ხარისხი: კომპლექსი შენდება უმაღლესი სტანდარტის მქონე საშენი და მოსაპირკეთებელი მასალებით. ნაგებობა, ფუნდამენტიდან - ბოლო შტრიხამდე, უზრუნველყოფილია განსაკუთრებული დეტალებითა და კონსტრუქციებით. მდებარეობა: კომპლექსის მდებარეობა იდეალურია ყველაფრისთვის, რასაც უბანი გვთავაზობს - სავაჭრო სივრცეები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სხვა საჭირო ლოკაციები - Passage Gldani გპირდებათ, რომ არ ჩამორჩებით ქალაქური ცხოვრების რიტმს, თუმცა, ასევე მოახერხებთ პირადი კომფორტისა და მყუდროების დაცვას. უსაფრთხოება: კომპლექსის ტერიტორია და შიდა ეზო იქნება დაცული და აღჭურვილი სათვალთვალო კამერებით, რათა კომპლექსის ტერიტორია იყოს თქვენი უსაფრთხო ნავსაყუდელი.
როდის ბარდება პროექტი?
ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, 2025 წლის გაზაფხულის ბოლოდან კი დაიწყება შესახლების პროცესი.
პარკინგი ყველასთვის არის გათვალისწინებული?
დიახ — შენობის ქვეშ მიწისქვეშა ავტოსადგომია: მანქანა ყოველთვის ახლოსაა, ქუჩა კი მშვიდი რჩება.

სიმყუდროვე ქვისა და ხის სიახლოვეს
ქვის ფაქტურა, საღამოს რბილი შუქი და მშვიდი კუთხეები — სახლი კარის დაკეტვისთანავე იწყება.

მოძრაობა სახლის კართან
სპორტული მოედანი და სკამები ხეების ქვეშ — საღამოს გასეირნება საკუთარ სადარბაზოსთან იწყება.
გალერეა
აღმოაჩინე მეტი →
როცა ფანჯრები თბილად ინთება
Passage Gldani
შენი მშვიდი კუთხე გლდანში
შენობა ჩაბარებულია. ყველა ბინა გაყიდულია.
საუბრით დავიწყოთ
დაგვიტოვეთ ნომერი — მალევე დაგირეკავთ: სართულები, გეგმები, პირობები — ყველაფერს მშვიდად განვიხილავთ.




