კერძო სახლები ლისის ტბასთან — ქალაქი ხედად რჩება
Lisi City View
ლისის ტბა, თბილისი — სუფთა ჰაერი, ქალაქის პანორამა
პროექტის შესახებ
სად მდებარეობს ახალი უბანი?
Lisi City View მდებარეობს ლისის ტბიდან 10 წუთის სავალზე, მუხათწყაროს გზაზე. ლოკაცია არის იდეალური მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, აიშენოს სახლი ქალაქთან ახლოს, თუმცა მისი ხმაურისგან შორს - ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და სიმყუდროვეში.
რა არის პროექტის უპირატესობები?
ხედები: პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს სახლების მშენებლობას ტერასული დაგეგმარების პრინციპით, რაც გულისხმობს, რომ აბსოლუტურად ყველა სახლს ექნება პანორამული ხედი ქალაქსა და ლისის ტბაზე ინფრასტრუქტურა: პროექტში გათვალისწინებულია რეკრეაციული სივრცე, საბავშვო სივრცე, სპორტული მოედანი, კომერციული დაწესებულებები, სავარჯიშო დარბაზი და სხვა, მაცხოვრებლების კომფორტზე მორგებული სივრცეები უსაფრთხოება: პროექტი ითვალისწინებს უსაფრთხოების სამსახურის მომსახურებას 24/7-ზე, რათა თავი დაცულად იგრძნოთ
კომუნიკაციები გამართულია?
პროექტი ითვალისწინებს სრულად გამართულ კომუნიკაციებს (დენი, წყალი, გაზი, გარე განათებები, ინტერნეტი, გზა, წყალარინება). თქვენ არ მოგიწევთ ზრუნვა უბნის მოწყობაზე - ყველაფერს გააკეთებს ლიდერ დეველოპმენტის გამოცდილი გუნდი.
პარკინგი უზრუნველყოფილია?
საკუთარ სახლს სტუმრიანობა უყვარს, ამიტომ პროექტში გათვალისწინებულია საერთო სარგებლობის პარკინგი, რათა თქვენთან სტუმრობა ყველასთვის კომფორტული იყოს.

დღე აქ ადრე და წყნარად იწყება
დილის გასეირნება ტბამდე, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე — თბილისი კი იქვეა, ფერდობის ქვემოთ.

ვახშამი ღია ცის ქვეშ, შენს ბაღში
საკუთარი ნაკვეთი, საკუთარი ხეები, მაგიდა გარეთ — სივრცე, რომელიც მხოლოდ შენს ოჯახს ეკუთვნის.
ნაკვეთის არჩევა
დასახლების ინტერაქტიული გენგეგმა — ყველა ნაკვეთი ფართობითა და სტატუსით.
აღმოაჩინე მეტი
გალერეა
აღმოაჩინე მეტი →
ქალაქის შუქები — შორიდან
Lisi City View
აირჩიე ნაკვეთი ფერდობზე
გენგეგმაზე ნახავ თავისუფალ ნაკვეთებს, ფართობებსა და ხედებს
საუბრით დავიწყოთ
მოგვწერეთ ან დაგვიტოვეთ ნომერი — ჯობია ადგილზე შეგხვდეთ: ფერდობი, ხედი და ნაკვეთები ცოცხლად სულ სხვანაირად ჩანს.




